ბათუმში, შავშეთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია
ბათუმში, შავშეთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. პეტრე ბაგრატიონის ქუჩიდან ბაქოს ქუჩამდე მონაკვეთზე უკვე განხორციელდა სანიაღვრე სისტემის მოწყობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხმავლო ბილიკებს, სრულად განახლდა გარეგანათების ქსელი. ქუჩის უმეტეს ნაწილზე დაიგო ასფალტის საფარი. სამუშაოების ღირებულება 9 მილიონ ლარს აღემატება
