რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს
რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები, რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. მათ შორის, ჭყონდიდელის სახელობის უბანში, საავტომობილო გზისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობაა გათვალისწინებული. გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს გრანელის, გიორგაძისა და ჯავახიშვილის ქუჩებზეც. ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებულმა, მუნიციპალური სერვისების ცენტრი დაათვალიერა, სადაც რუსთაველები 100-ზე მეტ სხვადასხვა სერვისს ერთ სივრცეში იღებენ
