განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს, აქედან 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს, აქედან 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ასევე, ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
