პრემიერის წლიური ანგარიში
წლის ბოლოს პირველად, საქართველოს ეკონომიკამ 100 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. პროგრესი, რომელსაც საერთაშორისო რეიტინგები ადასტურებს, მთავრობისთვის მეტი ამბიციის საფუძველია. უმუშევრობის ისტორიული მინიმუმი უკვე შედეგია. ბრძოლა პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად გრძელდება. მთავრობის 11 თვიანი ანგარიში პარლამენტმა პრემიერისგან მოისმინა. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” პრიორიტეტი მოქალაქეთა კეთილდღეობაა. სწორედ ამიტომ გაზრდილია ყველა იმ სფეროს დაფინანსება, რომლის მიზანიც ადამიანზე ზრუნვაა. უცვლელია საქართველოს საგარეო პრიორიტეტები და ის მთავარი გამოწვევა, რომელსაც ოკუპაცია ჰქვია.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
