საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, კამპანიის, „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში, მორიგი ტურნირი სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში, ჩატარდა
გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდები, რომლებიც საქართველოს პირველობისთვის იბრძოლებენ. მინიფეხბურთის შეჯიბრებაში 1000-მდე მონაწილე იყო ჩართული. ჩემპიონატის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება.
