უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინის ვიცე პრემიერი ალექსეი ჩერნიშოვი დაიბარა
ის თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და უკანონო გზით დიდძალი თანხის მითვისებაშია ბრალდებული. უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო საქმის გამოძიების პერიოდში ჩერნიშოვის უფლებამოსილების შეჩერებას და აღკვეთის ღონისძიების სახით პირობით პატიმრობას ითხოვს. საქმის პროკურორებმა სასამართლოს მიმართეს შუამდგომლობით, რომ ვიცე პრემიერს აეკრძალოს ქვეყნიდან გასვლა და გირაოთი გათავისუფლების შემთხვევაში დაევალოს ელექტრონული სამაჯურის ტარება.
