დიასპორის პოლიტიზება დაუშვებელია - ასე ეხმიანება მმართველი გუნდი საფრანგეთში ისტორიული სათვისტომოს წარმომადგენლის განცხადებას
ნატა დარჩიაშვილის განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ წელზე მეტია ასოციაციის საქმიანობა შეჩერებულია. არ ჩატარებულა არც სხდომები და არც საერთო კრებები, რაც, დარჩიაშვილის შეფასებით, ასოციაციის წესდების დარღვევაა. საფრანგეთის სათვისტომოს წარმომადგენელი პასუხისმგებლობას ოთარ ზურაბიშვილს აკისრებს და ამბობს, რომ ზურაბიშვილმა საორგანიზაციო კომიტეტთან კონსულტაციის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღო. დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ სათვისტომო არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია. მისი მიზანია ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაცია, რაც, ნატა დარჩიაშვილის თქმით, დიდი ხანია იგნორირებულია ოთარ ზურაბიშვილის მხრიდან.
