თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას განაჩენი გამოცხადდა
მოსამართლის გადაწყვეტილებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე ნიკა მელიას რვა თვით პატიმრობა მიესაჯა. ასევე მოსამართლის გადაწყვეტილებით, მელიას დაეკისრა ჯარიმის გადახდა, 25 ათასი ლარის ოდენობით.
