ევროკავშირის ქვეყნებმა ვერც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მიღებაზე მიაღწიეს შეთანხმებას, თუმცა რუსეთისთვის უკვე დაწესებული სანქციები 6 თვით გაახანგრძლივეს
ამის შესახებ უკრაინული მედია სააგენტო „როიტერსსა“ და „რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი სლოვაკეთის პოზიცია გახდა, რომელსაც გადაწყვეტილებისთვის მხარი ჯერ არ დაუჭერია. დისკუსიები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შორის, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში განახლდება.