საფრანგეთში ისტორიული სათვისტომოს წარმომადგენელი ნატა დარჩიაშვილი განცხადებას ავრცელებს
განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ წელზე მეტია ასოციაციის საქმიანობა შეჩერებულია, არ ჩატარებულა არც სხდომები და არც საერთო კრებები, რაც, ნატა დარჩიაშვილის შეფასებით, ასოციაციის წესდების დარღვევაა. საფრანგეთის სათვისტომოს წარმომადგენელი პასუხისმგებლობას ოთარ ზურაბიშვილს აკისრებს და ამბობს, რომ ზურაბიშვილმა საორგანიზაციო კომიტეტთან კონსულტაციის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები მიიღო. დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ სათვისტომო არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია. მისი მიზანია ქართული კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზიცია, რაც, ნატა დარჩიაშვილის თქმით, დიდი ხანია იგნორირებულია ოთარ ზურაბიშვილის მხრიდან.
