პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 136 ძირი კანაფი ამოიღო
ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია ერთი ადამიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დროებით ნაქირავები სახლში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას ეწეოდა. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
