სასამართლომ გივი თარგამაძეს შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯა
გივი თარგამაძის განაჩენი ცნობილია. სასამართლომ მას შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გივი თარგამაძეს აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება. საქმე ეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას. გივი თარგამაძე სასამართლო პროცესს არ დასწრებია.
