„აქტორები“
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვესთან“ არსებულ მოზარდთა თეატრში პრემიერა გაიმართა. „თეატრალის“ დასმა უილიამ შექსპირის სონეტების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „აქტორები“ წარადგინა. პიესისა და ქორეოგრაფიის შექმნაში, რეჟისორ ლაშა გოგნიაშვილთან ერთად, თეატრის პატარა მსახიობებიც მონაწილეობდნენ. 30-წლიანი ისტორიის მქონე „თეატრალის“ ამ თაობის დასისთვის , „აქტორები“ უკვე მეხუთე სპექტაკლია
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
