ფონ დერ ლაიენი ორბანის წინააღმდეგ
ევროკომისიის პრეზიდენტი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორის უთანხმოება გრძელდება. ვიქტორ ორბანი ურსულა ფონ დერ ლაიენს უნგრეთის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა უნგრეთში ლგბტ თემს მხარდაჭერა გამოუცხადა, ქვეყნის ხელისუფლებას კი მოუწოდა პრაიდის გამართვის უფლება მისცეს. უნგრეთში ლგბტ ღონისძიებებს ბავშვთა დაცვის აქტი კრძალავს. ფონ დერ ლაიენის მოწოდების შემდეგ, პრაიდის ორგანიზატორებმა მსვლელობის გამართვა 28 ივნისს დააანონსეს. ბუდაპეშტში არ გამორიცხავენ, რომ ღონისძიებაზე ევროსტრუქტურების წარმომადგენლები ჩავიდნენ
სიუჟეტის ავტორი: თამარ გოცირიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
