სპეცოპერაცია - სიძულვილის ენა
ონლაინ სივრცეში პოლიტიკოსების შეურაცხყოფისა და სიძულვილის ენის შემცველი პოსტების გამოქვეყნების საპასუხოდ, გერმანიაში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. ეჭვმიტანილების საცხოვრებელი სახლები გაჩხრიკეს, გამოძიების ფარგლებში შეურაცხმყოფელი პოსტების ასზე მეტი შესაძლო ავტორი კი, დაკითხეს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით არის აღძრული. გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიცია აცხადებს, რომ ეს არის კამპანია პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის წინააღმდეგ, რადგან არ დაუშვებენ თავიანთი ქვეყნის დემოკრატიის ციფრული გზით მოწამვლას
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
