საფრანგეთში უამინდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა
საფრანგეთში უამინდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა. დაღუპულთა შორისაა, მცირეწლოვანი ბიჭი, რომელსაც ქარის მიერ წაქცეული ხე დაეცა. ფრანგული მედიის ცნობით, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 100 ათასი აბონენტი, ხოლო ძლიერი წვიმის გამო, პარიზის პარლამენტში სესია 20 წუთით, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ბაირუს სიტყვით გამოსვლისას შეწყდა, რადგან შენობაში წყალი ჩავიდა. უამინდობამ პარიზში ქუჩების მიწისქვეშა გადასავლელებისა და მეტროსადგურების დატბორვა გამოიწვია.
