წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის პირველი გამოშვების საზეიმო ცერემონია გაიმართა
კურსდამთავრებულებს ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ერთობლივი ქართულ-ამერიკული მაგისტრის ხარისხი მიენიჭათ. 2022 წლიდან დღემდე პროგრამაზე 120-მდე სტუდენტი ირიცხება, მათი სწავლის საფასურს საპატრიარქო სრულად აფინანსებს.
