„თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ - ამ პროექტის ფარგლებში, საჯარო სკოლებში პირველად დაიწყო პროფესიული მომზადებისა და გადამზადების მოკლევადიანი პროგრამების განხორციელება
პროექტი განათლების სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეს და ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძის საჯარო სკოლებს პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს, რომლებსაც სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები, განათლების მინისტრის მოადგილემ გადასცა.
