ოპოზიცია ზვიად რატიანის ქმედების გამართლებას ცდილობს
საუბარია გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს ხელს ზვიად რატიანი სამართალდამცველს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ფაქტების გაყალბებას ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა. მათივე თქმით პოლიციელზე თავდასხმა კრიმინალია და კრიმინალს სამართლებრივი პასუხი გაეცემა
