დღეს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
ამ დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები, სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, გენერალური პროკურორი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი დაესწრნენ. უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკაზე ნარკო დანაშაულთან მიმართებით და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად აგრძელებს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას და ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ კანონით განსაზღვრული მკაცრი ზომების გატარებას. ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელთან შედარებით 69 პროცენტით არის გაზრდილი ნარკორეალიზატორების საქმეების გახსნის მაჩვენებელი, 32 პროცენტით კი ნარკოდანაშაულში ბრალდებულთა რაოდენობა
