ირანის ბირთვული პროგრამების განადგურებას ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორიც
ირანის ბირთვული პროგრამების განადგურებას ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორიც. ტულსი გაბარდი სოციალურ ქსელში წერს, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ არაერთგზის გაკეთებული განცხადება სიმართლეა და ირანის სამივე ბირთვული ობიექტი: ნათანზი, ფორდო და ისპაანი განადგურებულია. გაბარდი განმარტავს, რომ თუკი თეირანი ბირთვული პროგრამის განახლებას დააპირებს, მას ამ ობიექტების ხელახლა მშენებლობა მოუწევს. ეროვნული დაზვერვის დირექტორის თქმით, მედიაში გავრცელებული ცნობა , რომ ირანის ბირთვულ ობიექტებს მცირე ზიანი მიადგა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის ნაწილია