უნგრეთის მოსახლეობის 95% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია, 5% პროცენტი კი თანახმა
უნგრეთის მოსახლეობის 95% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია, 5% პროცენტი კი თანახმა. ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს. რეფერენდუმზე, უნგრელ მოსახლეობას კითხეს - სურდათ თუ არა მათ უკრაინის ევროკავშირში ხილვა. რეფერენდუმი, რომელშიც მონაწილეობდა 2 მილიონზე მეტი ადამიანი, 2025 წლის აპრილში დაიწყო
