ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, საგანმანათლებლო ტური ჩატარდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, საგანმანათლებლო ტური ჩატარდა. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესს გაეცნენ. საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის მშენებლობის პროგრამის სტუდენტები ინფრასტრუქტურის მინისტრს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს სურამის შემოვლითი გზის პროექტზე დასაქმებულ ინჟინრებს შეხვდნენ. საგანმანათლებლო ტურის მიზანი სტუდენტებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების, თანამედროვე საინჟინრო მიდგომების და ზედამხედველობის ეტაპების გაცნობაა
