გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რუსთავში სამრეწველო საწარმოში განხორციელებულ გადაიარაღების შედეგებს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი რუსთავში სამრეწველო საწარმოში განხორციელებულ გადაიარაღების შედეგებს გაეცნო. დავით სონღულაშვილმა საამქროები დაათვალიერა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რაც საწარმოში გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით დაინერგა. დღესვე მინისტრი ქვემო ქართლის მხარეში რძის გადამამუშავებელ საწარმოში ფერმერებს შეხვდება. დავით სონღულაშვილი სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების რეგიონულ ოფისებსაც ესტუმრება
