მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცა
მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პირად შემადგენლობას პროფესიული დღე მიულოცა. გაიმართა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სამსახურის თითოეული თანამშრომლის საქმიანობის მნიშვნელობას სახელმწიფო ინსტიტუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. ასევე სახელმწიფო ჯილდო - მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ და ღირსების მედლები გადაეცათ სამსახურის ათამდე თანამშრომელს
