კენიაში საპროტესტო აქციების დროს 16 ადამიანი დაიღუპა, 400-ზე მეტი კი დაშავდა
პრეზიდენტ უილიამ რუტოს გადადგომის მოთხოვნით აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
