სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის გამო პუტინი ბრაზილიაში დაგეგმილ „ბრიკსის“ სამიტზე არ ჩავა
ამის შესახებ მისმა მრჩეველმა იური უშაკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ბრაზილიის მთავრობამ ვერ შეძლო მკაფიო პოზიციის დაჭერა, რომელიც კრემლის ლიდერს სამიტში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემდა. ამიტომ ის სამიტში ონლაინ-რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას. ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი 2023 წლის 17 მარტს გასცა.
