ირანი დაზიანებული ბირთვული ცენტრების აღდგენას შეძლებს
განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა ავსტრიაში ვიზიტისას. როგორც რაფაელ გროსიმ აღნიშნა, თეირანს ამისთვის შესაბამისი ტექნიკური ცოდნა და საწარმოო პოტენციალი აქვს. მისივე თქმით, ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის ნაწილი იერიშებს გადაურჩა, თუმცა კითხვაზე, თუ რა დროით დახია უკან ირანის ბირთვული პროგრამა ისრაელისა და შეერთებული შტატების დარტყმებმა, გროსიმ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
