ჯანდაცვის მინისტრი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
საუბარი შეეხო ციფრული ჯანდაცვის სერვისების განვითარების, შინმოვლის სერვისების გაფართოების, საავადმყოფოებზე დატვირთვის შემცირებისა და ჯანდაცვის პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებს. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკი სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასეს აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა.
