საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს
ცვლილებებთან დაკავშირებით დეპუტატები პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ და მეორე მოსმენით კენჭს უყრიან. მოსამართლეზე ზემოქმედებასა და სასამართლოს მიმართ უპატივცემულობაზე რეგულაციები მკაცრდება. ცვლილება ეხება სასამართლოში ფოტო ვიდეო გადაღებას და ტრანსლაციას, რაც შესაძლებელი გახდება მოსამართლის მიერ მიღებული, მოტივირებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
