ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს ზვიად რატიანი ხელს პოლიციელს
ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს ზვიად რატიანი ხელს პოლიციელს. პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე რატიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს პროკურატურაც. უწყების ინფორმაციით, 23-მ ივნისს, რატიანი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელს. მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარეც.
