თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის აქციისა და „ტელეიმედის“ დარბევის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის აქციისა და „ტელეიმედის“ დარბევის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე, ჟურნალისტი თეა სიჭინავა დაიკითხა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიხსენა 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია იმედში შეჭრის და დარბევის ეპიზოდი.