საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი ოპოზიციის ლიდერების დაკავებას პოლიტიკურს უწოდებს და წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეწყვიტოს მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენება
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი ოპოზიციის ლიდერების დაკავებას პოლიტიკურს უწოდებს და წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეწყვიტოს მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენება. ამ განცხადების საპასუხოდ პოლიტიკური შეფასებები კეთდება. პრემიერ მინისტრი გარე ძალების პასუხისმგებლობასა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობებზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც, მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში, კიდევ უფრო მკაცრი სანქციებია დადგენილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობისთვის.
