2012-2025 წლებში, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან, საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანო ქმედებებზე იმსჯელეს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე
2012-2025 წლებში, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან, საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების საზიანო ქმედებებზე იმსჯელეს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. ოპოზიციის საქმიანობა არასდროს ყოფილა საქართველოს სასარგებლოდ მიმართული- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მაკა ბოჭორიშვილმა კონკრეტულ ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება, დაასახელა იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობდნენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ოპოზიცია საქართველოს წინააღმდეგ იბრძვის დღესაც, როცა ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოელიან.
