მთავრობის ორი ინიციატივა, რომლებიც ნარკომანიასთან ბრძოლას უკავშირდება
მთავრობის ორი ინიციატივა, რომლებიც ნარკომანიასთან ბრძოლას უკავშირდება. პრემიერ მინისტრის განცხადებით, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს კერძო სუბიექტები აღარ განახორციელებენ. სრულ პასუხისმგებლობას აიღებს სახელმწიფო, რომელიც, კონკრეტული დაწესებულებების მეშვეობით, მკურნალობის პროცესში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს. პარალელურად, გამკაცრდება კონტროლი ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე. სრულად აიკრძალება კერძო კომპანიების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება.

სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები