თბილისის, მცხეთის და რუსთავის წყალმომარაგების სისტემებისა და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა კომპანიამ „ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ფინანსების“ ჯილდო მიიღო
საუკეთესო მწვანე ობლიგაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, საუკეთესო გარიგება წყლის სექტორში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში - ამ ორ ნომინაციაში ლონდონში, თბილისის, მცხეთის და რუსთავის წყალმომარაგების სისტემებისა და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა კომპანიამ „ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ფინანსების“ ჯილდო მიიღო. ჯილდოები 2024 წლის ივლისში სამასი მილიონი დოლარის ღირებულების მწვანე ობლიგაციების წარმატებული გამოშვებასა და განთავსებას უკავშირდება - გარიგებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ქვეყნის კაპიტალის ბაზრების განვითარებაში, ისე წყალმომარაგების სექტორის მდგრად გაუმჯობესებაში.