პარლამენტის თავმჯდომარე, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების დელეგაციას შეხვდა
უსაფრთხოებისა და დაზვერვის კომიტეტის წევრებთან განიხილა მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული ვითარება. აღინიშნა თურქეთის მნიშვნელოვანი როლი მშვიდობის ხელშეწყობის პროცესში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე სატრანსპორტო-სატრანზიტო კუთხით. შალვა პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ წლის ბოლომდე იგეგმება საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეების დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვა.
