„ჯარის ბანაკი“ ოფიციალურად გაიხსნა - თავდაცვის სამინისტრო წელს სკოლის მოსწავლეებს უკვე მესამედ მასპინძლობს
„ჯარის ბანაკი“ ოფიციალურად გაიხსნა. თავდაცვის სამინისტრო წელს სკოლის მოსწავლეებს უკვე მესამედ მასპინძლობს. მე-9, მე-10 და მე-11 კლასების, დაახლოებით, 1700 მოსწავლის, ჯამში, 8 როტაცია იქნება. მოსწავლეები საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფიასა და სამხედრო ნავიგაციას ეუფლებიან, სწავლობენ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასა და დაშავებულის ევაკუაციას. ბანაკის პროგრამა თვითგადარჩენის კურსს, საინჟინრო და სამთო მომზადებას მოიცავს. პროექტში ჩართულია საპატრიარქოც. ჯარი ბანაკი პრეზიდენტმა, პრემიერმა, განათლებისა და თავდაცვის მინისტრებმა გახსნეს.
