საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი ოპოზიციის ლიდერების დაკავებას პოლიტიკურს უწოდებს
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი ოპოზიციის ლიდერების დაკავებას პოლიტიკურს უწოდებს და წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეწყვიტოს მართლმსაჯულების სისტემის იარაღად გამოყენება. ლაპარაკია ოპოზიციის მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაზე, დაკავებულები საგამოძიებო კომისიაზე არ მივიდნენ. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ევროკავშირში ევროპა და ნამდვილი ევროპული ფასეულობები უნდა დაბრუნდეს. პარლამენტის თავმჯდომარე წერს რომ ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევა.
