ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის ინიციატივით შექმნილმა პლატფორმამ დაასრულა ხელოვნური ინტელექტის განვითარების პრაქტიკული კურსი
40-მა ახალგაზრდამ სრულიად უფასოდ შეიძინა უნარები, რაც საშუალებას მისცემთ დამოუკიდებლად შექმნან ხელოვნური ინტელექტით მართული ჩატბოტები, სურათების ამოცნობის მოდელები, პროგნოზირებადი ანალიტიკის ხელსაწყოები, რეკომენდაციის ალგორითმები და ვებ-აპლიკაციები. მათ სერტიფიკატები გადაეცათ.
