გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაო გუმბათის ჩათვლით სრულდება
გერმანელი კონსტრუქტორები დასკვნით სამუშაოს ასრულებენ. რამდენიმე კვირიანი შეფერხება, რომელიც მასალის მოწოდებასთან იყო დაკავშირებული, აღმოფხვრილია. ადგილზე ვითარებას კულტურის მინისტრი ეცნობა.