შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 34 მოქალაქე საქართველოდან გააძევა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა ინდოეთის, თურქეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, ეგვიპტის, ერაყის, რუსეთის, ირანის, იორდანიის, პაკისტანის, აზერბაიჯანის, ნიგერიისა და მაროკოს - ჯამში, 34 მოქალაქე საქართველოდან გააძევა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
