თბილისის ახალი სტადიონი
ახალი სტადიონი აეროპორტის მიმდებარედ, ლუგარის კვლევით ცენტრსა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის აშენდება. თბილისში 70 ათას გულშემატკივარზე გათვლილი სპორტული არენის მშენებლობის ხელშესაწყობად შექმნილმა კომისიამ, ტერიტორია შეარჩია. მეგაპროექტის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. ახალი სტადიონი უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს. გარდა ამისა, სტადიონის ბაზაზე მაღალი რანგის საკონცერტო ინფრასტრუქტურა და საკონვენციო ცენტრი შეიქმნება. მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია უეფას ექსპერტებთან ერთად მუშავდება.
