„ნაჭრელა“ - კულტურული მემკვიდრეობა
ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინიციატივა უძველესი წესით ქარგვის ოსტატს, მანანა მჭედლიშვილს ეკუთვნის, რომელიც ამავდროულად, „იმედინიუსის“ რედაქტორიცაა. პროცესში ჩართული იყო ადგილობრივი ოსტატი ელისო არაბული. „ნაჭრელა“ ხევსურეთის მთებში სპეციალური ორნამენტებით შექმნილი კომპოზიციაა, რომელიც სამოსისა და აქსესუარების მთავარ მახასიათებლად მიიჩნეოდა.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
