სასამართლო - ახალი რეგულაციები
ცვლილებები შედის საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონშიც. კერძოდ, ნებისმიერი ფორმით სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა აიკრძალება. ასევე სასამართლოში ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით. მსგავსი პრაქტიკაა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებში.

სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები