საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბოსნია-ჰერცეგოვინის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ბოსნია-ჰერცეგოვინის იუსტიციის მინისტრს შეხვდა. გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სამართლის და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობას. პაატა სალიამ დავორ ბუნოზას იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტები, მათ შორის, სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართული მოდელი გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო ქართულ პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს. საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას იუსტიციის მინისტრებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დოკუმენტს.
