სად აშენდება ახალი სტადიონი ცნობილია
სად აშენდება ახალი სტადიონი ცნობილია. 70 000-გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონისთვის ტერიტორია კომისიამ შეარჩია. სტადიონი აეროპორტის მიმდებარედ, ლუგარის კვლევით ცენტრსა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის აშენდება. მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი, მეგაპროექტის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. ახალი სტადიონი საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის ამ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს. გარდა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისა, სტადიონის ბაზაზე მაღალი რანგის საკონცერტო ინფრასტრუქტურა და საკონვენციო ცენტრი შეიქმნება. ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია უეფას ექსპერტებთან ერთად მუშავდება.
