შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ეფექტიანი პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე. გეკა გელაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს თურქეთის მხარის მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება.შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში.
