გიორგი გვარაკიძე გენერალური პროკურორია
გიორგი გვარაკიძე გენერალური პროკურორია. პარლამენტმა მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ის თანამდებობაზე 6 წლის ვადით აირჩიეს. როგორც გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, მისი გენერალური პროკურორობის პერიოდში, ერთ-ერთი პრიორიტეტი პროკურატურის მაქსიმალური ღიაობა იქნება. მან ასევე ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და საკუთარ ხედვაზე.
