წარმატებული სპეცოპერაციისთვის შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა მთავრობის მეთაურმა
წარმატებული სპეცოპერაციისთვის შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა მთავრობის მეთაურმა. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით თქვა, რომ ნარკოტიკული დანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზატორთა წინააღმდეგ ხელისუფლება უკომპრომისო იქნება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ნარკოდანაშაულის აღსაკვეთად გაგრძელდება ქმედითი ზომების მიღება, მათ შორის, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა კანონმდებლობაში.
